თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალაქ ბათუმის მერმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა