კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, თელავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილმა ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით დაშვებულია სახელმწიფო დროშა, როგორც კახეთში, ასევე, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას", -აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი