ლადო მგალობლიშვილი - დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაშია" მოსალოდნელი

­

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, უმაღლეს საბჭოს პლენარული სხდომაზე წარმოდგენილია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებად ასარჩევი 6 კანდიდატურა, რომელთაგან სამი წევრია ასარჩევი, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი, კანონის სრული დაცვით, განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ საპროცედურო საკითხთა კომიტეტში და ნებისმიერს ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა აღნიშნულ სხდომას.

„ნაცმოძრაობის" პოზიცია, რომლის თანახმად, აღნიშნულ პირებს ვირჩევთ იმ მიზნით რომ ხელისუფლება ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, არის მცდარი.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით, მხოლოდ „ნაცმოძრაობაშია" მოსალოდნელი. ხოლო თუ კი იარსებებთ, შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ 2024 წლის არჩევნებში." - აღნიშნა მგალობლიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა