აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უსკო-ს სამი წევრი ფარული კენჭისყრით აირჩია

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან, 5 წლის ვადით, 13-13 ხმით ზაალ ზაალიშვილი, თამარ ქამადაძე და ციალა შავაძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს, უსკო-ს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე 6 კანდიდატურა, 2022 წლის 8 სექტემბერს წარუდგინა - ზაალ ზაალიშვილის, სოფიო კახაძის, დავით ფარტენაძის, თამარ ქამადაძის, ციალა შავაძის, სოფიო შაქარიშვილის კანდიდატურების კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, კანონით დადგენილ ვადებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა, მოისმინა თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები, რის შემდეგაც საკითხი ბიურომ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე არჩეული უსკო-ს ახალი წევრების უფლებამოსილება ძალაშია 2022 წლის 27 სექტემბრიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა