სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბოლნისის მერიის ცნობით, მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა, სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა დააფხაზეთის ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ და ასევე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.

„29 წლის წინ, 13-თვიანი ომის შემდეგ, ქალაქი სოხუმი დაეცა და ამ მოვლენამ ჩვენს გულებში დიდი სიცარიელე და ტკივილი დატოვა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3 გმირულად დაიღუპა, 14 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ დაკარგული მეომრებიდან ერთ-ერთის, ლევან მემანშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გასულ წელს მოხდა. ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დღეს სწორედ მათ მივაგებთ პატივს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ამ გმირების ხსოვნა მომავალ თაობებსაც გადავცეთ”, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა