გორის ვიცე-მერმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა და გორის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, გორის ვიცე-მერმა, ნიკა ღვინიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მარლენ ნადირაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორიალის მიმდებარე სკვერში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებიც შეიკრიბნენ. მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა