თელავში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა თელავის მერთან ერთად დაათვალიერეს

თელავში, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ( PIRDP ) ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა დაათვალიერეს.

თელავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე ურბანული განახლების მიზნით მიმდინარე პროექტები,

მათ შორის „მშვიდობის პარკის“ ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის რეკრეაციული ზონისა და უნივერსიტეტის მიმდებარედ მრავალფუნქციური სპორტულ-გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები მოინახულეს.

თელავის მერიის ცნობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქ თელავში დაფინანსებულია 14 პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 28 მლნ ლარზე მეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა