გორის მერია - გორის მუნიციპალიტეტის მერია ფორუმში „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება" მონაწილეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ფორუმში „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება" მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ესწრება.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა ფორუმის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადავუხადო. მათ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება მოგვცეს. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ გორის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორთან - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან თანამშრომლობს. უწყება აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით თვითშეფასების დოკუმენტზე მუშაობს. თანამშრომლობის მიზანი, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებაა,“ - აღნიშნა ალექსანდრე თარხნიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებაა, თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში" პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა