ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" ორგანიზებით, 27 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა.

გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ნინო სურგულაძესთან ერთად, ქართველი და იტალიელი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გაერთიანდნენ - ბარბარა ფრიტოლი, კარლოს ვენტრე და მასიმო კავალეტი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობა, მსოფლიოში აღიარებულმა იტალიელმა მაესტრომ - ჯუზეპე საბატინიმ გაუწია. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა.

საქველმოქმედო გალა კონცერტი რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით გადაიცა. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე ქართველი და უკრაინელი ბავშვების მკურნალობასა და მათ შემდგომ რეაბილიტაციას.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანოს, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ნატვრის ხე, რვა წლის წინ შეიქმნა და შემოწირულობებით მიღებული თანხით ეხმარება ფონდის ბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა დაავადებების მქონე პირებს.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, მსგავს პროექტებში მონაწილეობა.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება