ვითარება ლარსის საბაჟო პუნქტზე - „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტაჟი

საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, კვლავ რუსეთიდან წამოსული მოქალაქეებით სავსე ავტობუსებისა და მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. როგორც რუსეთის მოქალაქეები აცხადებენ, შექმნილი სიტუაციის გამო, მათმა ნაწილმა ავტობუსებისა და მანქანების დატოვება არჩია და საქართველოს საზღვრამდე ფეხით და ველოსიპედებით მოვიდნენ.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 10 დღეში, საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ამავე პერიოდში კი ქვეყანა რუსეთის 62 120-მა მოქალაქემ დატოვა.
„ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მუშაობას განაგრძობს. გთავაზობთ საქართველო-რუსეთის საზღვართან ამ დროისთვის არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტორეპორტაჟს, რომელიც სააგენტოს ფოტორეპორტიორმა გიორგი ნიკოლიშვილმა მოამზადა.
























