„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა

უკვე 200 დასახელების თურქული მედიკამენტის შეძენა „ფარმადეპოს“ 300-მდე ფილიალშია შესაძლებელი. მრავალფეროვანია სამკურნალო საშუალებების სპექტრი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელშია ხელმისაწვდომი.

„ფარმადეპო“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში თურქული მედიკამენტები შემოიტანა. ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, კომპანიამ თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნიდან უმოკლეს დროში შესთავაზა მომხმარებლებს თურქული მედიკამენტები.

ცვლილების საფუძველზე საქართველოში თურქული ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტების შემოტანა გახდა შესაძლებელი. ზოგადად თურქეთისთვის განკუთვნილი მედიკამენტები ქვეყნის საკანონმდებლო ბაზისა და სპეციფიკიდან გამომდინარე ფართოდ ხელმისაწვდომია როგორც რაოდენობრივად, ისე ფინანსურად.

აღსანიშნავია ისიც, რომ თურქული მედიკამენტების ღირებულება ქართულ ბაზარზე არსებულ სხვა ქვეყნებში წარმოებულ მედიკამენტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია. სწორედ ამიტომ არის ქართველი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი, რომ თურქულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ფართოვდება.

„ფარმადეპოს“ ქსელში ხელმისაწვდომი თურქული მედიკამენტების განახლებული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა