პარტია „დროას“ და  სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა - შსს აქციის გამართვის ადგილად მათ გველეთს სთავაზობს

პარტია „დროას“ წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს პოლიციამ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა.

“დროას” წარმომადგენლები და აქტივისტები ამ წუთებში გველეთში, იმ გვირაბთან იმყოფებიან, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის გადაწყვეტილებით, გვირაბში გასვლისა და ლარსამდე მისვლის საშუალება არ აქვთ.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ბუხრაძემ “დროას” წარმომადგენლებსა და აქტივისტებს განუცხადა, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ არ შეიქმნას კოლაფსი, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიცია მათ ლარისის სასაზღვრო პუნქტთან მისვლისა და აქციის ჩატარების უფლებას ვერ მისცემს.

როგორც მან აქციის მონაწილეებს განუმარტა, აქციის ჩატარება შეეძლებათ იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფებიან - გველეთში.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ გაგატარებთ. დიდი ნაკადი შემოდის რუსეთიდან, კოლაფსი რომ არ შეიქმნას, იქ ვერ ჩაგატარებინებთ აქციას“, - მიმართა ბუხრაძემ.

თავის მხრივ, „დროას“ წარმომადგენლებმა პოლიციას განუმატეს, რომ გზის გადაკეტვას არ აპირებენ. შესაბამისად, თხოვნით მიმართეს პოლიციას, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე მიუშვან.

მათი განმარტებით, აქციის მიზანია, ის პლაკატები, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, ნახონ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში შემოდიან. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიციის მოთხოვნა კანონიერი არ არის, თუმცა მათი ამოცანა პოლიციასთან დაპირისპირება არ არის.

„ჩვენი ამოცანაა, რომ პროტესტი გამოვხატოთ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ. გავშლით ბანერებს და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ვეტყვით, რომ არ არიან სასურველი სტუმრები“, - განაცხადა “დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “დროას” წარმომადგენლები და აქტივისტები აქციას ლარსის გამშვები პუნქტის ნაცვლად გველეთში ჩაატარებენ. მათ უჭირავთ ბანერები, რომელიც ასახავს იმ აგრესიას, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ოკუპაციისას ჩაიდინა.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ