საფრანგეთი მზადაა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს

საფრანგეთი მზადაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან საუბარში განაცხადა. გუშინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ელიესის სასახლეში მიიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაკრონმა განმეორებით მოუწოდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, დაუბრუნდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და დატოვოს ძალების თავდაპირველ პოზიციებზე, მაშინ, როდესაც ბოლო დღეების შეტაკებებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მაკრონმა ასევე გაიმეორა თავისი მოთხოვნა, რომ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს.

“სახელმწიფოს მეთაურმა პრეზიდენტ ალიევს განუცხადა პრემიერ-მინისტრ ფაშიანიანის მზადყოფნის შესახებ გაგრძელდეს მოლაპარაკებები ყველა გადაუწყვეტელ საკითხზე, ასევე საფრანგეთის მზადყოფნაზე ხელი შეუწყოს ამას”, - წერია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება