ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა

განცხადებების უმსხვილეს ვებ-გვერდ ss.ge-ზე ბოლო 10-14 დღის განმავლობაში, ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც ss.ge-ს დირექტორმა, ნიკა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბოლო პერიოდში, დღიურად, საიტზე უნიკალური მნახველების რაოდენობა 15 000-ითაა გაზრდილი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა კი 15%-დან 30%-მდე მოიმატა.

მისივე თქმით, ვიზიტორთა ტრაფიკმა განსაკუთრებით იმ დროს მოიმატა, როდესაც რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების ნაკადი გაიზარდა.

„ერთი დღის განმავლობაში საიტზე 60 000 უნიკალური მნახველი შემოდის. ბოლო 10-14 დღეა ეს ტენდენცია შეინიშნება. აქედან 30% უცხოეთიდან შემოსული პირია. სავარაუდოდ, ეს ის ხალხია, რომელიც ომის გამო, ქვეყნის დატოვებას და საცხოვრების შეცვლას აპირებს. ვფიქრობთ, ტრაფიკის გაზრდა სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს,“ - აღნიშნა ნიკა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა