ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა

2022 წლის 8 თვის შედეგებით, ბაზისბანკის ბიზნეს პორტფელი 1.17 მილიარდ ლარს აჭარბებს, ზრდამ 284 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 32%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპით, ქართულ ბანკებს შორის, ბაზისბანკი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

"მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკს ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და შესაბამისად, ბაზისბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების კუთხით ჩვენი ბანკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ბაზარზე.“ - აცხადებს ბაზისბანკის კომერციული დირექტირი, გიორგი გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ 8 თვის შედეგებით, ზრდა ასევე დაფიქსირდა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: ბანკის მთლიანი აქტივები წლის დასაწყისთან შედარებით 60%-ით გაიზარდა და 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა. 2022 წლის 1 აპრილიდან, ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.4%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდამ 15.2% შეადგინა. ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა