გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის სპორტის კვირეულს“ ჩოგბურთის ტურნირით შეუერთდა

გორის მუნიციპალიტეტი „ევროპის სპორტის კვირეულს“ ჩოგბურთის ტურნირით შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
შეჯიბრება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„პირველობის გამარჯვებული შოთა მარანელი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი, ხვიჩა ხიხალაშვილმა და ანატოლი ავაზნელმა გაინაწილეს.
პრიზიორებს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ.
ტურნირში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო 18 წლის ასაკიდან.
მიმდინარე წელს, კვირეული 23 -დან 30 სექტემბერის ჩათვლით გრძელდება” - ნათქვამია გორის მერიის განცხადებაში.
ცნობისთვის, “ევროპის სპორტის კვირეული“ ევროკომისიის ეგიდით, 2015 წლიდან ტარდება. მისი მიზანია სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია.
























