უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate (დეველოპერული კომპანია m2-ის მფლობელი კომპანია) ახალი გენერალური დირექტორი, გურამ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. გურამ ახვლედიანი Georgia Capital-ის ჯგუფში, რომელიც Georgia Real Estate-ის დედა კომპანიაა, შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2021 წლიდან დღემდე, ის Georgia Real Estate -ის ტექნიკური დირექტორი იყო.

გიორგი ვახტანგიშვილი, რომელიც Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, საქმიანობას კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში განაგრძობს.

„მოხარული ვარ, რომ გიორგი ვახტანგიშვილი Georgia Real Estate-ის დირექტორთა საბჭოს შემოუერთდა, საიდანაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. გურამს კი ვულოცავ ახალ პოზიციას, ვუსურვებ წარმატებას. ვფიქრობ, საკუთარი პროფესიონალიზმით და გამოცდილებით ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს”, - განაცხადა საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

საქართველოს კაპიტალის შესახებ:

საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital) საინვესტიციო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს სხვადასხვა სექტორში კონკრეტული ბიზნესის განვითარების მიზნით, მათ შორის: წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის, საცხოვრებლის განვითარების, სტუმართმოყვარეობის და კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით. ასევე, ქონებისა და შემთხვევების დაზღვევის, სასმელების და საგანმანათლებლო ბიზნესში.

საქართველოს კაპიტალის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, პრემიუმ სეგმენტში. საინვესტიციო კომპანია მუდმივად ეძებს შესაძლებლობას, მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიცია საქართველოში, განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესმიმართულებებში.

Georgia Real Estate -ის შესახებ:

Georgia Real Estate (GRE) საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ის პლატფორმაა, რომელიც m2 -ის მფლობელ კომპანიას წარმოადგენს. Georgia Real Estate საქართველოში აქტიურ ინვესტირებას ახორციელებს საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა