„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა

„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ ქართულ ბაზარზე ბიზნესსაქმიანობის 25 წლის იუბილე აღნიშნა. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, კომპანიამ 25 სექტემბერს, სასტუმრო „პულმანში“ სპეციალური მიღება გამართა. ღონისძიებას ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ მომხმარებლები, პარტნიორები და თავად კომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საღამო „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ 25-წლიანი ისტორიის მთავარი მოვლენების გაცნობით გაიხსნა, შემდეგ კი კომპანიამ ერთგული ბიზნესპარტნიორები და მომხმარებლები დააჯილდოვა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სპეციალური გათამაშებით დასრულდა. საღამოს სტუმრების განწყობაზე ბრიტანული სოულ-ბლუზ ბენდი MF Roobots ზრუნავდა, რომელიც თბილისში სპეციალურად „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩამოვიდა.

„დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი თარიღია. მინდა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველას — ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, მომხმარებლებსა თუ პარტნიორებს მათი მხრიდან გამოჩენილი ენთუზიაზმისთვის, ნდობისთვის, ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის. ამ ყველაფრის გარეშე კომპანიის წარმატება ვერ შედგებოდა“, - განაცხადა „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, დავით გიორგობიანმა.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან საავტომობილო გიგანტის, „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ ოფიციალური პარტნიორია და წარმატებული ოპერირებისთვის არაერთ ჯილდოს ფლობს. ამჟამად კომპანიის მომხმარებლების რაოდენობა 15 ათასს აჭარბებს, მისი საბაზრო წილი კი ახალ ავტომობილებში საშუალოდ 20%-ს შეადგენს.

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ თბილისის ავტოსალონს, სერვისცენტრსა და ქობულეთის ფილიალს მოიცავს. კომპანიის შოურუმებში წარმოდგენილი სამოდელო რიგი მაღალი გამავლობის 6 მოდელს, სედანის 6 მოდელსა და 7 ჰიბრიდულ & ელექტრიფიცირებულ მოდელს აერთიანებს. ამჟამად „ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ 80 ადამიანია დასაქმებული. კომპანია გეგმავს, 2027 წლამდე ჰიუნდაის ოფიციალური დილერი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ჰყავდეს წარმოდგენილი.

„ჰიუნდაი მოტორ კომპანი“, გაყიდული ავტომობილების რაოდენობით, მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს. ეს წარმატებული მაჩვენებელი უპირველესად უკავშირდება ისეთი პროდუქტის წარმოებას, რომელიც დინამიკურად ვითარდება და ყოველთვის თანხვედრაშია პროგრესულობასთან. ჰიუნდაის ავტომობილები თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური, პრაქტიკული, ეკომეგობრული და საიმედოა. მათ ინტერიერში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალები, კომფორტული მართვისთვის შექმნილი უახლესი პლატფორმები, დანერგილია მართვისა და უსაფრთხოების ყველაზე თანამედროვე სტანდარტები. ჰიუნდაის ავტომობილების მახასიათებლები მუდმივად ვითარდება თავად ბრენდი კი ყოველთვის ტექნოლოგიური ტრენდებისა და ინოვაციებისკენ ისწრაფვის.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით