ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა

ბაზისბანკმა, სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში ახალი, 22-ნომრიანი სასტუმროს - "ლილეო ინნ"-ის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიონი ლარია, აქედან ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის ზაფხულში უმასპინძლა. სასტუმრო გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

"ლილეო ინნ" მესტიის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას მდებარეობს. იგი დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებასა და მესტიის გაცნობით ტურებს სთავაზობს. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე, რომლებიც შებინდებისას განსაკუთრებულ ელფერს იძენენ.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში და, კერძოდ, სვანეთის რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ,“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა