„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

შეცვალე, ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! - მოგვიწოდებს „პროკრედიტ ბანკი“ ახალი კამპანიით, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხს, ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას ეხება.

გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმს მოგვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ გავუფრთხილდებით. ეკოლოგიის საკითხების ყურადღების ცენტრში მოქცევით, „პროკრედიტ ბანკი“ თითოეულ ადამიანს ეუბნება, რომ მან არ უნდა დაკარგოს კავშირი ბუნებასთან და მიანიშნებს, რომ ყოველი ჩვენგანის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია.

„გვინდა საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახოს გარემოსთვის ზიანის მიყენებით გამოწვეული საფრთხეები და ეკოლოგიური კატასტროფის რისკი, რომლის წინაშეც შეიძლება დავდგეთ, თუკი არ შევცვალეთ ჩვენი ქცევა,“ - აცხადებენ „პროკრედიტ ბანკში“.

ვიდეოში მოყოლილი ამბავი ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების „იგის“ ინსპირაციით შეიქმნა. სცენარი წარმოსახვით მომავალში ვითარდება. ვიდეოს მთავარი გმირი მთხრობელია, რომელიც როიალზე უკრავს. ფიქრებს ის წარმოსახვით სამყაროში გადაჰყავს, სადაც ადამიანები „იგის“ პერსონაჟების მსგავსად მოხრილები არიან და მათი თვალსაწიერი ვიწროა. ეს პრეისტორიული ხანის მოხრილი ადამიანის რეკონსტრუქციაა. ვიდეოში მეტაფორულად ასახულია ეკოლოგიური კატასტროფის შედეგი - სახეცვლილი სამყარო, სადაც ბუნება, ჰაერი და მიწა სრულად გამოფიტულია. შესაძლოა, რომ ეს ეს რეალობა დაგვიდგეს, თუ დღეს არ დავიწყებთ ჩვენი ქცევის ცვლილებას და გარემოზე ფიქრს.

შენ შეგიძლია შეცვალო სცენარი! - ვიდეო ამ ოპტიმისტური მესიჯით სრულდება და ცვლილებების აუცილებლობისკენ მოგვიწოდებს. სწორედ „იგის“ მსგავს ადამიანს, თითოეულ ინდივიდს, შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს, ბიძგი მისცეს ცვლილებებს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა