პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ დავგმეთ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის „ვიზიტი“, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, როგორი რეაგირება ექნება ამ უპრეცედენტო „ვიზიტზე“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე გავიმეორებ ევროკავშირის პოზიციას, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ დავგმეთ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის „ვიზიტი“, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეს „ვიზიტი“ მიუღებელია, მაგრამ საქართველოს მთავრობის რეაქცია მისი გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა