კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"არის თუ არა ომის საშიშროება საქართველოში?!

1989 წლიდან საქართველოში პერმანენტული ომი გვაქვს. როდესაც გვყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, გამორიცხული არასდროს არაფერია! ამიტომაც გვინდა ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ერის განვითარებისთვის.

ვის უნდოდა და უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?!

არასდროს და მათ შორის არც ახლა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს. ქართველები მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული ერი ვართ და რომც გვინდოდეს ომი, ამისთვის საჭირო სამხედრო-ეკონომიკური რესურსი არც გაგვაჩნდა და არც გაგვაჩნია.

მაშინ, უკვე წლებია, რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ ომის საშიშროებაზე?! ეს ყველაფერი ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას. რა არის „ოცნების“ პოლიტიკა: როგორც მასობრივი, ისე ინდივიდუალური შიშის დანერგვა, ყოფითი, ეკონომიკური და სხვა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ომის შიშზე - მარტივად რომ ვთქვათ, მათ სურთ, მოსახლეობა ამ შიშში აცხოვრონ, რომ სხვა რამეზე ფიქრი ვერ შეძლონ.

ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს. მოსახლეობაში ახლა მიმდინარეობს კონსოლიდაციის პროცესი და შედეგად, არჩევნების გზით, მალე შევცვლით ხელისუფლებას!",- განაცხადა ოქრიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა