კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის დელეგაციების წევრებს გიორგი დოხტურიშვილი და კენან ომაროვი შეხვდნენ

კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის დელეგაციების წევრებს გიორგი დოხტურიშვილი და კენან ომაროვი შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციების წევრები ოფიციალური ვიზიტით ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებიან.

„დელეგაციებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა მეგობარ ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებზე ისაუბრეს. ასევე, დამეგობრებული ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს.

გამოითქვა მზადყოფნა სოფლის მეურნეობის, სოციალურ-ეკონომიკური, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემის ცერემონიით დასრულდა.

მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და გმინა კობილნიცას შორის 2017 წლიდან მოქმედებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველად იმყოფება დელეგაცია სლოვაკეთიდან, დაგეგმილია სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა ვიტაზისა და მარნეულს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია კანადის დელეგაციის წვლილი გადაჭრილ გორასთან დაკავშირებით; არქეოლოგიურმა აღმოჩენამ, რომელზეც კანადის და საქართველოს ექსპედიციამ იმუშავა, მუნიციპალიტეტს მოუტანა მსოფლიო აღიარება და ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მეგობარი ქვეყნების დელეგაციებს სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა