„ქართული ოცნების“ დეპუტატ თამარ ტალიაშვილს პარლამენტში გრეტა წიწავა შეცვლის

„ქართული ოცნების“ დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ნაცვლად პარლამენტში უმრავლესობის სიით გრეტა წიწავა შევა.

გრეტა წიწავა ამჯამად საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობას იკავებს.

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება.

ტალიაშვილის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია.

ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. საკითხს 3 ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სესიაზე მიიღებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?