ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება

მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად მომხმარებლებისთვის - საქართველოს ბანკი, ხოლო მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად ბიზნესისთვის - თიბისი ბანკი დასახელდნენ.

„ეს დიდი და დამსახურებული აღიარებაა საქართველოს საბანკო სისტემისთვის მსოფლიო მასშტაბით. სექტორის ეს გამარჯვება საამაყოა როგორც თავად ბანკებისთვის, ასევე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

წელს Global Finance-ში განსახილველად რეკორდული რაოდენობის განაცხადი დაფიქსირდა, გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით გამოვლინდნენ: ციფრული გამოცდილების სტრატეგიების სიძლიერე, ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული აპლიკაციების მოსახერხებელი ფუნქციონალი და სხვა.

Global Finance-ი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც უკვე 35 წელია 190 ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟიურის მეშვეობით სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს ფინანსურ ინსტიტუტებს. გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით, აფრიკის, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეირჩა.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს