თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ზაზა ყურაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ზაზა ყურაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხდა, ხმა სენაკის განვითარებას და იმ ყველაფრის დასრულებას მისცა, რაც „საბოტაჟის სახით“ სენაკის საკრებულოში ბოლო წლის განმავლობაში ხდებოდა.

“ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მე დღეს ხმა მივეცი სენაკის განვითარებას და იმ ყველაფრის დასრულებას, რაც საბოტაჟის სახით ვრცელდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სენაკში. ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას",- განაცხადა ზაზა ყურაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ზაზა ყურაშვილის თქმით, ისინი იმიტომ არ იღებენ მონაწილეობას დღევანდელ არჩევნებში, რადგან პრაქტიკულად დამარცხებისთვის იყვნენ განწირული.

სენაკში, თეკლათისა და ჭალადიდის ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი. სულ რეგისტრირებულია 2 307 ამომრჩეველი.

არჩევნებში ორი საარჩევნო სუბიექტი - "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ყურაშვილი და პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის”თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე იღებს მონაწილეობას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს