სენაკში, უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება

სენაკში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. სამივე საარჩევნო უბანზე განთავსებულია ვერიფიკაციის აპარატები ხმის მიცემისა და ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებები, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი.

„დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. სენაკში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, სამივე საარჩევნო უბანზე განთავსებულია ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ამომრჩეველთა სინქრონიზებულ ვერიფიკაციის აპარატებს, შესაბამისად, ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეუძლია მისვლა და რეგისტრაციის პროცედურის გავლა. შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც დაითვლიან. ასევე განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება.

საარჩევნო უბნები დღეს დილის 06:45 საათზე გაიხსნა, ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. 08:00 საათიდან დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო უბნებთან მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა არის ფარული და კენჭისყრაში მონაწილეობის დროს ფარული კენჭისყრის კაბინაში აკრძალულია ფოტო და ვიდეოგადაღება“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს