სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისი განცხადებით, არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს.

"ჩვენ უნდა გვქონდეს კონკურენტუნარიანი არჩევნები. დღეს, თეკლათის თემში ტარდება სწორედ კონკურენტუნარიანი არჩევნები. ჩვენთვის, ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის მთავარი მიზანია მეტჯერ გამოვჩნდეთ საზოგადოების წინაშე. მეტი საშუალება გვქონდეს იმის, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამა გავაცნოთ, რაც შევძელით და განვახორციელეთ თეკლათის თემში. მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დათმო ეს არჩევნები და იმედი მაქვს, რომ 2024 წელსაც ასე გააკეთებენ და დაგვითმობენ პოლიტიკურ სპექტს",- განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მონაწილეობას ორი კანდიდატი: "ქართული ოცნებიდან" ზაზა ყურაშვილი და მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე იღებს. ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია.