ერისთავის თეატრში 178- ე თეატრალური სეზონის გახსნა რამდენიმე ღონისძიებით იგეგმება

ერისთავის თეატრში 178- ე თეატრალური სეზონის გახსნა რამდენიმე ღონისძიების თანხლებით იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და ღონისძიებების განრიგსაც აქვეყნებს.
2 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პროექტის ,,მსახიობები ლიტერატურისთვის" ფარგლებში მოეწყობა მსახიობების ნინო კასრაძის, ანა ტყებუჩავას და ანა ნიკოლაშვილის შეხვედრა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
18:00 საათზე კი მაყურებელს რემბრანდტის გრავიურების გამოფენა ელოდება.
რემბრანტის გრავირების ჩამოტანა საქართველო- ნიდერლანდების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისა და ნიდერლანდების სამეფოს ფონდ ,,კავკასიის" 25
წლისთვის აღსანიშნავად, საქართველოში ლიმიტირებული დროით მოხდა და კოლექცია საქართველოს მალე დატოვებს.
18:30 საათზე, თეატრის ფოიეში ახალი სეზონის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც წარმოადგენენ:
ლევან ხეთაგური - საზღვარგარეთთან ურთიერთობა და სამომავლო პარტნიორობა;
ნიკოლოზ საბაშვილი - ერთობლივი პროექტები საბაშვო მიმართულებით,
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი;
გიორგი ლობჟანიძე - პოეზია; ლიტერატურული საღამოები; ლიტერატურული სპექტაკლები; პოეზია; კითხვები;
ნიკა წულუკიძე - შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროექტების ციკლი ნიკა წულუკიძესთან ერთად.
19:00 საათზე ნაჩვენები იქნება რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე - შველიძის სპექტაკლი ამირ დეჟაქამის პიესის მიხედვით ,,დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!''
























