გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებენ. კერძოდ, ლამბრეხტი ქალაქ ოდესაში ჩავიდა, სადაც მას უკრაინელი კოლეგა დახვდა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა "შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში" ბერლინისგან დაპირებულ პირველ IRIS-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მიიღებს.

საჰაერო განგაშის გამო, ლამბრეხტს რაღაც დროით მოუწია ბუნკერში თავის შეფარება. მან ასევე აღნიშნა, რომ Gepard საზენიტო-სარაკეტო დანადგარები, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინას, ოდესას დაეხმარება რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან ინფრასტრუქტურის დაცვაში.

“მინისტრმა კარგი ამბები და უკრაინის არმიის გასაძლიერებლად მეტი ინსტრუმენტი ჩამოიტანა. ჩვენ გვქონდა დისკუსია მიმდინარე გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაზე. მინისტრი მოხარული იყო გასაუბრებოდა ჩვენს ჯარისკაცებს და ენახა Gepard სისტემა საბრძოლო მორიგეობაზე”, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ის პირად გვერდზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გერმანიის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ იყო.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში