ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დარბაზში ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის 85 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გახლდათ.

საღამოზე ტრისტან სიხარულიძეს ბიზნესმენმა და მეცენატმა, – სმარტ აპიტალ ჯგუფისა“ და „ფონდ ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა სპეციალური ჯილდო – „მადლიერების ჩიტი“ გადასცა, გურული ტრადიციული სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციისათვის გაწეული გამორჩეული ღვაწლისათვის. ჯილდო 2019 წელს დაფუძნდა „ფონდ ქართული გალობის“ თანადამფუძნებლის – ქალბატონი ნანა გოთუას მიერ ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის, განსაკუთრებული პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად.

2019 წლიდან დღემდე ჯილდო გადაეცათ არქიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე) და არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე), გიორგი კეკელიძეს, მისი უდიდებულესობა მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკს, ანზორ ერქომაიშვილს, ჯემალ ჭკუასელს, ნათია დათუაშვილის.

წელს ფონდი გამოსაცემად ამზადებს ტრისტან და გური სიხარულიძეების სხვადასხვა პერიოდში ჩაწერილ უნიკალურ ჩანაწერებს. მათ შორის იქნება ეპოქის ხმების – ანზორ ერქომაიშვილის, ტრიო „შალვა ჩემოს“, პოლიკარპე ხუბულავას და ანსამბლ„ბასიანის“ ჩანაწერები, რომელიც ფონდმა 2013 წელს გამოსცა. ამავე წელს, ფონდმა ბატონი ტრისტანი ქართული სიმღერის მოამაგის წოდებით დააჯილდოვა.

R

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა