მარნეულის მერია - კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის დელეგაციის წევრები „გადაჭრილ გორას“ ესტუმრნენ

მარნეულის მერია - კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის დელეგაციის წევრები „გადაჭრილ გორას“ ესტუმრნენ

მარნეულში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კანადის, პოლონეთის და სლოვაკეთის დელეგაციების წევრები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ,,ბოლნისქალაქობა 2022"-ს დაესწრნენ.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, ,,ბოლნისქალაქობა 2022“-ის ფარგლებში ღონისძიებები ქალაქის ძველ გერმანულ უბანში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა დაათვალიერეს იმპროვიზირებული კუთხეები, რომლებიც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების გასტრონომიასა და კულტურას წარმოაჩენდა.

მათივე ცნობით, დელეგაციები ასევე, დაესწრნენ ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების ფოლკლორულ ნომრებს დასახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად დაიწურა ყურძენი.