ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა

ტერაბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსების სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით, ბანკმა ქართული ავეჯის საწარმო „ავეჯის აკადემია“ დააფინანსა.

„ავეჯის აკადემია“ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯს აწარმოებს. კომპანია თანამშრომლობს ევროპული მასალების მწარმოებლებთან, რომელთა პროდუქციაც ISO სტანდარტების შესაბამისია და ამჟამად მომხმარებელს ყველა სახის ავეჯს სთავაზობს.

საწარმოს დამფუძნებელმა, დავით ტურძილაძემ ბიზნესსაქმიანობა საკუთარ ავტოფარეხში, ორიგინალური საოჯახო ნივთების შექმნით დაიწყო. თავდაპირველად ნაკეთობებს ავეჯის მაღაზიებში აბარებდა, თუმცა მოთხოვნა იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ გადაწყვიტა, შედარებით დიდი საწარმო იჯარით აეღო და დამხმარე თანამშრომლებიც აეყვანა. გაფართოებას მალე პროდუქციის სხვა ქალაქებში გატანა მოჰყვა.

„მივხვდი, რომ ავტომანქანების შეძენა და დისტრიბუციის ქსელის შექმნა, ახალი დანადგარების შეძენა და კადრების რაოდენობის გაზრდა იყო საჭირო. ბიზნესგეგმა შევადგინე, მიწის ნაკვეთი შევიძინე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო ავაშენე და პროდუქციის ასორტიმენტიც გავამრავალფეროვნე“, - იხსენებს დავით ტურძილაძე.

ბიზნესსაქმიანობის გაფართოებასთან ერთად, დავითმა ახალი ბაზრების მოძიება და პროდუქციის ექსპორტზე ფიქრი დაიწყო. თუმცა, ამ გეგმებს გამოწვევებიც ახლდა თან: საჭირო გახდა საწარმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და შესაფუთი მასალების დანადგარებით გადაიარაღება, რისთვისაც „ავეჯის აკადემიის“ დამფუძნებელს დაფინანსება უნდა მოეძიებინა. დავით ტურძილაძე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც ძირითადი საშუალებების შესაძენად ტერაბანკისგან შეღავათიანი ბიზნესსესხი აიღო. აღსანიშნავია, რომ სესხის პროცენტის დიდ ნაწილს, 13%-ს მას სააგენტო უფინანსებს, თავად კი რეალურად მხოლოდ 1%-ს იხდის.

„ამ მხარდაჭერამ ჩემი კომპანიის წინსვლისა და განვითარებისთვის დიდი და, ალბათ, გადამწყვეტი ნაბიჯი გადამადგმევინა. ყველა საჭირო დანადგარის ჩამოტანა შევძელი და ახლა, ავეჯის ექსპორტზე გასატანად, მოლაპარაკებებს 3 ქვეყნის კომპანიებთან ვაწარმოებ. ტერაბანკის წარმომადგენლებმა ხელი ძალიან შემიწყვეს. დღეს ისინი ჩემთვის უკვე არა მარტო პარტნიორები, არამედ ბიზნესმრჩევლები და კარგი მეგობრები არიან, რომლებთან ურთიერთობაც ეფექტიან თანამშრომლობას ეფუძნება“, - აღნიშნავს დავით ტურძილაძე.

„ავეჯის აკადემიის“ დამფუძნებელს სურს, ქართული ავეჯი რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გაიტანოს და წარმოებასთან ერთად, კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რიცხვიც გაზარდოს.

ტერაბანკისთვის ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. ბიზნესკლიენტებს, რომლებიც სწორედ ამ სეგმენტში საქმიანობენ, ბანკი არა მარტო ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამის, მოქნილ საბანკო პროდუქტებისა და სერვისების სთავაზობს, არამედ საქმიანობების განვითარებისთვის აუცილებელ ცოდნასა და გამოცდილებასაც უზიარებს. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, ტერაბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და, ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რომელთა მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებიც ბიზნესებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებასა და გირაოს მხარდაჭერას გულისხმობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა