თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“, რომელიც ლიდერი სავაჭრო ქსელია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე, ახალ სეზონს განსაკუთრებული სიახლეებითა და სიურპრიზებით ხვდება.

ბრენდმა თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა სრულიად ახალ გამოცდილებად აქცია და კომპანიამ, პირველი ახალი კონცეფციის მაღაზია წარუდგინა მომხმარებლებს.

ავეჯის მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიო წამყვანი ბრენდებით

მომსახურების თანამედროვე სტანდარტები

განახლებული ციფრული და გეიმინგ ზონა

საგამოფენო სივრცე

ჭკვიანი სახლის ინსპირცია

ფოტოკუთხე

არაერთი ოფიციალური და ექსკლუზიური ბრენდის ზონა

ყავის დეგუსტაციის ცოცხალი კუთხე

კულინარიის კლუბი

წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის უდიდესი არჩევანი.

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება დაგხვდეთ ელიტ ელექტრონიქსის ცენტრალურ, განახლებულ ფილიალში.

გასული ორი ათწლეულის მანძლზე, კომპანიის მოქმედების არეალი შთამბეჭდავად გაფართოვდა და დღეს ელიტ ელექტრონიქსი ტექნიკის ბაზრის ლიდერია.

ქსელში 200-მდე ბრენდის, 7000-მდე დასახალების პროდუქციაა წარმოდგენილია. მათ შორის არან მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდები, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Dyson, Delonghi, Hp, Acer, Lenovo, Nobilia. ელიტ ელექტრონიქსში ავეჯის მიმართულების დამატების შედეგად მათ რიცხვებს შეუერთდა ავეჯის მწარმოებელი წამყვანი ევროპული ბრენდები Calia Italia, Bollzan, Ozzio, Tomasella, Egoitaliano, Cmcadeiras, Massif, Tillia და სხვა..

28 სექტემბერს ქავთარაძის N1-ში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გრანდიოზულად გაიხსნა. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით კომპანიას არაერთი ქართველი და უცხოელი სტუმარი ეწვია. მათ განახლებულ სივრცეებთან ერთად, ასევე დაათვალიერეს ავეჯის შოურუმებიც, რომელიც პრემიუმ კლასის, იტალიური და პორტუგალიური ავეჯის უდიდესი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი.

ტექნოლოგიის და სახლის კონცეფციის სრულყოფილი შერწყმა, არის ის, რაც ელიტ ელექტრონიქსს გამოარჩევს კონკუტენტებისგან.

წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აიტი და ციფრული მიმართულების პროდუქცია, სამზარეულოსა თუ სააბაზანოს ავეჯი, მისაღებისა თუ საძინებელი ოთახის ინვენტარი, ელიტ ელექტრონიქსი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში შეიძინოთ ყველაფერი, კომფორტულად ცხოვრებისთვის.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა