თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა

თბილისიში, თორნიკე ერისთავის #1-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა. ოქტომბერში “სმარტი” გლდანშიც გაიხსნება და მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამურად ბრენდი 35 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით. ახალგახსნილ ობიექტებზე ახლა უკვე 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა, ახლა უკვე „სმარტის“ სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანი, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარი, უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი და იტალიური ყავა “ტრუჩილო” ელის, რომელიც მოგზაურობას განსაკუთრებულად სასიამოვნოს და ენერგიულს ხდის. ობიექტზე „დანკინის“ ამერიკული რესტორანი და „ვისოლის მომსახურების ცენტრიცაა“ განთავსებული.

„მოხარული ვართ, რომ “სმარტი” ქსელის განვითარებას განაგრძობს “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე, რადგან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად დამატებითი სერვისების მიღება ერთ სივრცეში, მოსახერხებელი ფორმით შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფის“ მომსახურების ცენტრები უკვე ხშირად „ვისოლის“ გარდა „სმარტის“ სუპერმარკეტს, ავტომომსახურების ობიექტს, „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნებს მოიცავს, რაც მოგზაურობის დროს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის,” აცხადებს. “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. კომპანია თვითმომსახურების სადგურების ქსელსაც ავითარებს და გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში. „ვისოლი“ „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენ სადგურებსაც ქმნის. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა