ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტიიდან გასულ პირებთან ღირებულებით ნაწილში არსებითი განსხვავება არ არის, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში

ღირებულებით ნაწილში ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში - ისინი საერთო გადაწყვეტილებებს, მათ შორის 12 რეკომენდაციის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, „ტაქტიკური შეუთანხმებლობა“ არსებობს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა და მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა არის ის საკითხები, რაზეც ხმამაღლა ვერ საუბრობენ და ეთანხმებიან მმართველი გუნდიდან გასულ დეპუტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ არის საკითხები, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრებიან.

„ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით,“ - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს