ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის განცხადებაზე - რაღა დროს 19 აპრილია? წინა საუკუნეში მოვაწერეთ ხელი და წინა საუკუნეში გავუკეთეთ ანულირება

არ არის აუცილებელი ყველა ელჩისთვის, რომ დიპლომატიური გამოცდილება ჰქონდეს - ტალიაშვილს არავითარი რუსული კავშირები არ აქვს, - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ ტალიაშვილს, რომელიც ევროპის საბჭოში ელჩად ინიშნება, არ აქვს დიპლომატიური გამოცდილება და აქვს რუსული კავშირები - კერძოდ ანგარიშები და ქონება რუსეთში.

კობახიძე აცხადებს, რომ ანგარიშების და ქონების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ქონება შეიძლება ნებისმიერს ჰქონდეს რუსეთში და ეს რუსულ კავშირებზე არ მიუთითებს.

“მას აქვს პოლიტიკური გამოცდიlება, საჯარო სამსახურში მუშაობის ფართო გამოცდილება და არის კვალიფიციური იურისტი, პატრიოტი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, იქნება ღირსეული და კარგი ელჩი.

რუსეთთან მას არავითარი კავშირი არ აქვს, რუსეთთან კავშირი აქვთ მათ, ვინც დღემდე აგრძელებს რუბლების მიღებას რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს არის რუსული კავშირი და სადღაც ანგარიშებს და ქონებას რაც შეეხება, ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს ქონება რუსეთში. თამარ ტალიაშვილს არავითარი კავშირი რუსეთთან არ აქვს, თქვენი პოლიტიკური პარტიებისკენ მოიკითხეთ ასეთი ადამიანები,“- განაცხადა კობახიძემ.

მას მედიამ კითხა ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაზე, რომელიც ნიკა გვარამიას შეეხება. კობახიძემ მიუთითა, რომ მას არ აქვს მოსმენილი მიშელის განცხადება და არ ჰგონია რაიმე ისეთი ეთქვა შარლ მიშელს, რაც კანონის უზენაესობაში ჩარევაა.

„სამართლის უზენაესობა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსები ჭარბად არ უნდა ჩაერიონ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეებში. მეც ბუნებრივია, ამას გავაკეთებ, არ ჩავერევი, მითუმეტეს, პოლიტიკურად არ არის ეს საინტერესო. მე არ მომისმენია, არ მგონია, ისეთი რამ ეთქვა, რაც სამართლის უზენაესობაში ჩარევაა.

გაუქმებულია 19 აპრილი, რაღა დროს 19 აპრილია? წინა საუკუნეში მოვაწერეთ ხელი და წინა საუკუნეში გავუკეთეთ ანულირება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!