ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შპს „ზაისი და კომპანიას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შპს „ზაისი და კომპანიას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები კონტრაქტორი კომპანიის, შპს „ზაისი და კომპანიას“ წარმომადგენლებს, მეწარმეებსა და შემსრულებლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის მოვალეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობა.

„სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. იმსჯელეს პროექტებზე არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტების განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.

ყველა კონტრაქტორს მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები პროექტების მაქსიმალურად შეუფერხებლად განხორციელებისათვის”, - აღნიშნულია ლენტეხის მერიის განცხადებაში.