“ქართული ოცნების“ დეპუტატს თამარ ტალიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 67-ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.
ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. მას პარლამენტში გრეტა წიწავა შეცვლის.