გია ხუხაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ პროვინციული სპექტაკლი დაგვიდგა, „მიხოს და მაროს“ ათამაშებენ - პარტიის ერთი ნაწილი მიხოა, მეორე ნაწილი მარო

პარტიის ერთი ნაწილი მიხოა და მეორე ნაწილი მაროა, თამაშობენ სპექტაკლს , - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის მიერ პარტიის დატოვება და ე.წ. ოთხეულთან, მოძრაობა „ხალხის ძალასთან“ გაერთიანება.

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ოცნებამ“ კიდევ ერთი პროვინციული სპექტაკლი დადგა არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით.

“„ქართულმა ოცნებამ“ დაგვიდგა კიდევ ერთი პროვინციული სპექტაკლი არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით და ჩვენ იძულებული ვართ, ამას ვუყუროთ იმიტომ, რომ ამ სოფელში სხვა გასართობი ვერ ვიპოვეთ. ამ პროვინციულ სპექტაკლს გვაყურებინებენ უხარისხო შესრულებით, თეთრი ძაფით ნაკერს, ნაჯახით ნამუშევარს. ყველამ იცის რა ხდება, ვინ ვინ არის და რა არის, მაგრამ არა რის სხვა არაფერი და იძულებული ვართ, ამ სისულელეს ვუყუროთ. ვის სჯერა ახლა, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალაა? ხომ არავის? თვითონაც არ სჯერათ.

ყველამ ყველაფერი იცის. ეს არის თეატრი, სადაც მიხოს და მაროს ათამაშებენ. მიხო და მაროა, პარტიის ერთი ნაწილი მიხოა და მეორე ნაწილი მაროა, თამაშობენ სპექტაკლს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების გამოყოფა მანევრია და ისინი ცდილობენ, არც პროდასავლური ამომრჩევლის ხმები დაკარგონ და არც პრორუსის.

„აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ყველა ფლანგი, ელექტორალური სეგმენტი იყოს ჩახურული და „ქართულმა ოცნებამ“ მარცხენა ფლანგზეც იბრძოლოს, მარჯვენა ფლანგზეც იბრძოლოს, პროდასავლელები, პროევროპელები, ანდტიდასავლელები პრორუსები... მტვერსასრუტივით არიან, ნებისმიერ ნაგავს ისრუტავენ ოღონდ ძალაუფლებაში დარჩნენ.

თავის ჭკუაში მანევრის საშუალება დაიტოვეს. „ქართულ ოცნებაში“ ვერბალურად ისევ აცხადებენ, რომ ევროკავშირი არის ისევ ჩვენი მიზანი, მაგრამ აქეთ ჰყავთ ესენი. ისინი ფიქრობენ, რომ პრორუსული სეგმენტი, რომელიც შევქმენით „ომი გინდათ“ ისტორიაზე, ამ ხალხს მისცემს ხმას, რომლებიც აგრეთვე ჩვენი ხმებია და დანარჩენი ელექტორატიც ხომ უნდა შევინარჩუნოთ, ყველა რომ აქეთ გადმოსულიყო, ელექტორატს დაკარგავდნენ, რომელსაც პრორუსული განწყობები მაინც და მაინც არ მოსწონს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, გია ხუხაშვილი გადაცემაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში რუსეთის აგენტები არიან ჩანერგილი.

გია ხუხაშვილის თქმით, ვერც ინატრებდა რუსეთი ისეთ ნაყოფიერ აგენტს, როგორიც კობახიძეა, თუმცა მას ამის მტკიცებულებები არ აქვს და რუსეთის აგენტობაში ვერ დაადანაშაულებს.

„რუსეთის აგენტურა რომ საქართველოში მოქმედებს, ათ შორის პარლამენტში,. მე ასეთი ვარაუდი შეიძლება გამოვთქვა, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ, პოლიტიკური განცხადებები როგორ გავაკეთო თუ საკმარისი საფუძველი და მტკიცებულება არ მაქვს. ძალიან ბევრია გარემოებები, რომლიდანაც ჩანს, რომ აგენტურა მოქმედებს.

მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კობახიძის მიმართ, მე პოლიტიკურ განცხადებას, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვერც ინატრებდა რუსეთი იმ ტიპის აგენტს, ისეთ ნაყოფიერ აგენტს, როგორიც კობახიძეა, მისი გამონათქვამებით, გატარებული პოლიტიკით და ა.შ. მაგრამ ის, რომ მე დავადანაშაულო, რომ ისაა რუსეთის აგენტი, მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის უმძიმესი ბრალდება. ეს უკვე არის დანაშაული“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და პატიმრობის ერთი წელი შეაფასა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში დღეს დღეს ამ „უბედურების“ ნაცვლად უკრაინაში ზელენსკის გვერდით იქნებოდა.

„რომ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, მას რომ ის ავანტიურა არ ჩაედინა, რაც ჩაიდანა, თვითონაც ბევრად უკეთესად იქნებოდა. ახლა იქნებოდა ისევ ზელენსკის გვერდზე და ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერი იქნებოდა დღეს და ჩვენც ამ უბედურებაში არ ვიქნებოდით. შიდა პოლიტიკური პროცესიც და მისი პირადი ტრაგედიაც გამოიწვია მისმა სისულელემ, რაც ჩაიდინა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში