კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ცოტა ხნის წინ ინტერვიუზე უარი იმ მიზეზით გვითხარით, რომ ამერიკაში მიემგზავრებოდით. ვიცით, რომ ვაშინგტონში იყავით და ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და შეხვედრებში მიიღეთ მონაწილეობა, რომელზეც უკრაინა-რუსეთის ომის გამო მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონიკურ ცვლილებებსა და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ახალი სისტემის პერსპექტივების განხილვას მიეძღვნა.

დაგიკავშირდით რომ გაგვიზიაროთ ამერიკული შთაბეჭდილებები იმაზე, ამერიკის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში რა ხედვები აქვთ უკრაინა-რუსეთის ომთან, ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოს უსაფრთხოების პერსპექტივებზე, ახალ რეალობაში, სავარაუდოდ, როგორ ხედავენ საქართველოს პარტნიორები საქართველოს ადგილსა და როლს ჩვენი ამერიკელი პარტნიორები.

ალბათ, უპრიანი იქნება თუ ამ თემებზე მსჯელობას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვებისა და შეფასებებზე საუბრით დავიწყებთ...

- დიახ, თქვენს მიერ ნახსენები თემები ამერიკის ანალიტიკურ წრეებში მართლაც სერიოზულად განიხილება. მაგრამ, საუბარს დავიწყებ იმით, რომ ამერიკის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ახლა ყველაზე აქტიურად მსჯელობენ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. მიიჩნევა, რომ ვითარებაში, როცა კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენების შანტაჟს აქტიურად იყენებს, აშშ-მ და დასავლეთმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

ასევე აქტიურად განიხილება თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს დასავლეთმა და აშშ-მ დასუსტებულ რუსეთთან მიმართებაში. ეს თემა სულ მეტად ხდება აქტუალური, რადგან როგორც ძლიერი რუსეთი იყო მსოფლიოსთვის და რუსეთის მეზობლებისთვის პრობლემა, ასევე პრობლემაა დასუსტებული რუსეთი.

ყველას კარგად ესმის, რომ დასუსტებული რუსეთი არანაკლებ დიდი თავისტკივილია ყველასთვის, ვიდრე ძლიერი რუსეთი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ რა საფრთხეების შემცველია დასუსტებული რუსეთი სამხრეთ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და სსრკ-ს სხვა ყოფილი რესპუბლიკებისთვის.

ყველას კარგად ესმის, რომ დასუსტებული რუსეთი არანაკლებ დიდი თავისტკივილია ყველასთვის, ვიდრე ძლიერი რუსეთი. ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ რა საფრთხეების შემცველია დასუსტებული რუსეთი სამხრეთ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და სსრკ-ს სხვა ყოფილი რესპუბლიკებისთვის

განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ მსჯელობების იმაზე, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს შავი ზღვის უსაფრთხოება და საერთოდ ვითარება სამხრეთ კავკასიაში. თუ მანამდე დასავლეთი უსაფრთხოების საკითხებში შავ ზღვას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ახლა ვითარება აშკარად განსხვავებულია.

აშშ-მ შავ ზღვასთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტიც კი მიიღო. ახლა აუცილებელია ევროკავშირმა შეიმუშაოს სპეციალური სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც გათვალისწინებული და გაწერილი იქნება შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების არა მარტო პრობლემები, არამედ ამ პროცესში მონაწილეობის პერსპექტივა.

აშშ-მ შავ ზღვასთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტიც კი მიიღო. ახლა აუცილებელია ევროკავშირმა შეიმუშაოს სპეციალური სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელშიც გათვალისწინებული და გაწერილი იქნება შავი ზღვის ბასეინის სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების არა მარტო პრობლემები, არამედ ამ პროცესში მონაწილეობის პერსპექტივა

- რადგან ახლა მართლაც ყველაზე აქტუალური თემაა გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს, ამ თემასთან დაკავშირებით არა ერთი საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა.

ჯერ ნატოს სარდლობამ წევრი ქვეყნები გააფრთხილა რომ რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიაში შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის საჩვენებელი აფეთქება განახორციელოს. შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ რუსული წყალქვეშა გემი „ბელგოროდი“ დაიკარგა. შემდეგ გაირკვა რომ ეს გემი არქტიკაშია და იგი აღჭურვილია ბირთვული ქობინიანი „პოსეიდონის“ რაკეტებით, რომელიც აშშ-ს დასაბომბად ემზადება.

ახლა საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოძრაობს მატარებელი, რომელზეც ბევრი ბირთვული ქობინიანი რაკეტებია. ვაშინგტონმა პრეზიდენტი პუტინი არა ერთხელ გააფრთხილა, თუ იგი თუნდაც ერთ ბირთვულ რაკეტას გამოიყენებს, პასუხი იქნება მყისიერი და ეფექტური.

რამდენად სერიოზულად განიხილავენ ვაშინგტონში ერთი მხრივ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ მომხდარზე ამერიკულ პასუხს?

- ამ თემაზე აშშ-ს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში განსხვავებული ხედვები არსებობს. ზოგს მიაჩნია, რომ პუტინი ამაზე რა წავა. ის რაც ახლა ხდება, სხვა არაფერია თუ არა დასავლეთის შანტაჟი.

თუმცა, სხვა ასევე სერიოზული ხალხი არ გამორიცხავს პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ემზადებიან კიდეც იმ სცენარებისთვის თუ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენა და იმისთვის, თუ როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის პასუხი. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თემაზე ვაშინგტონიდან მოსკოვში საკმაოდ მკაფიო გზავნილები იგზავნება როგორც ღია წყაროებით, ისე კულუარულად, ანუ იმაზე, თუ როგორი იქნება ამაზე ამერიკული პასუხი.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თემაზე ვაშინგტონიდან მოსკოვში საკმაოდ მკაფიო გზავნილები იგზავნება როგორც ღია წყაროებით, ისე კულუარულად, ანუ იმაზე, თუ როგორი იქნება ამაზე ამერიკული პასუხი

ბირთვულ ომში გამარჯვებული არავინ იქნება. თუ მაინც აქეთკენ წავიდა საქმე, იმედია ასე არ მოხდება, მაშინ არაა გამორიცხული დასავლეთმა დასწრებაზეც კი იმოქმედოს, რომ რუსეთს არ მიეცეს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალება. როგორც ვხედავთ, ვითარება საკმაოდ რთულია.

როცა ავტორიტარულ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, რომლის მმართველს ბირთვული იარაღი აქვს და ამ იარაღის გამოსაყენებლად ღილაკის დაჭერით იმუქრება, რამეს პროგნოზირება ძალიან ძნელია.

ახლა ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში. რუსეთის პრობლემის გასაღები თავად რუსეთშია. ამ კუთხით დიდი გარღვევა არ ჩანს. რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ცვლილების თვალსაზრისით ვითარება ნელა, მაგრამ მაინც იცვლება.

- უკრაინის წარმატება სრულადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კონსოლიდირებული იქნება რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში კოლექტიური დასავლეთი, ასევე იმაზე, როგორ გააგრძელებს აშშ უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებას.

რუსეთის გულშემატკივრები არა მარტო ჩვენში, ბევრ ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეებიც იმედოვნებენ, რომ თუ აშშ-ს თეთრ სახლში „რესპუბლიკელი“ ტრამპი დაბრუნდა, უკრაინა აშშ-საგან სამხედრო დახმარებას ვერ მიიღებს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ უკრაინას შეუწყვეტს სამხედრო დახმარების მიწოდებას?

- ალბათობა იმისა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ უკრაინას შეუწყვეტს სამხედრო იარაღისა და პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას, საკმაოდ დაბალია.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და რუსეთთან დამოკიდებულებების საკითხებში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ რაც ახლა უკრაინაში ხდება არ არის აშშ-ს ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას შორის გარჩევების თემა.

უკრაინის დახმარების აღმოჩენის საკითხებში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ მხოლოდ ტაქტიკური განსხვავებები აქვთ. სტრატეგიაში შეთანხმებულები არიან. უკრაინას სენატშიც და კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ასე ექნება.

უკრაინის დახმარების აღმოჩენის საკითხებში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ მხოლოდ ტაქტიკური განსხვავებები აქვთ. სტრატეგიაში შეთანხმებულები არიან. უკრაინას სენატშიც და კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ასე ექნება

„დემოკრატებსაც“ და „რესპუბლიკელებს“ კარგად ესმით, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომში რუსეთის გამარჯვება ნიშნავს საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლას. თუ რუსეთს გაუვიდა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. გარდა ამისა, საუბარი არა მხოლოდ რუსეთზე.

თუ ცივილიზებულმა სამყარომ დაუშვა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო მე-18 საუკუნეში, უკეთეს შემთხვევაში მე-20 საუკუნეში აღმოჩნდება, როცა კოლონიური ომები მიმდინარეობდა. რუსეთს შეიძლება ჩინეთმაც მიბაძოს და ტაივანთან დაკავშირებით ძალის გამოყენება დაიწყოს, რაც ყველასთვის სერიოზული თავის ტკივილი აღმოჩნდეს.

„დემოკრატებსაც“ და „რესპუბლიკელებს“ კარგად ესმით, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომში რუსეთის გამარჯვება ნიშნავს საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლას. თუ რუსეთს გაუვიდა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცება, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება

ამერიკის და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს ინტერესებშია 21-ე საუკუნეში არ დაუშვას ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მიტაცება თან ისე, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დამრღვევი ქვეყანა დაუსჯელი დარჩეს.

- უკრაინა-რუსეთის ომის გამო მსოფლიოში მომხდარი ტექტონიკური ძვრების ფონზე ვაშინგტონის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში საქართველო როგორ ჩანს და გამოიყურება?

- მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ძირითადად ასე გამოიყურება ამერიკელი ანალიტიკოსების მოსაზრებები - „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს.“ ასეთ შეფასებებს აკეთებენ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ძალიან ბევრი ღელავს საქართველოს მომავალზე.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“?

აშშ-ში საქართველოთი დაინტერესებულ ადამიანებს ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გაჩენილი აქვთ ძალიან ბევრი კითხვები. ახლა ეს ხალხი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოიყვანონ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამ კრიზისიდან.

აშშ-ში საქართველოთი დაინტერესებულ ადამიანებს ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გაჩენილი აქვთ ძალიან ბევრი კითხვები. ახლა ეს ხალხი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოიყვანონ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამ კრიზისიდან

მათ კარგად იციან, რომ იმ ტიპის პრობლემები და კითხვები, რომელიც გაჩენილია არა მარტო ამერიკა-საქართველოს, არამედ საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა.

აშშ-ში, ადამიანები, ვინც საქართველოს თემატიკით არიან დაინტერესებული, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან, იმედი აქვთ, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებას პოლიტიკური სპექტრი თავად დაძლევს გარედან ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე.

აშშ-ში, ადამიანები, ვინც საქართველოს თემატიკით არიან დაინტერესებული, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან, იმედი აქვთ, რომ საქართველოში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებას პოლიტიკური სპექტრი თავად დაძლევს გარედან ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე

პოლიტიკური სპექტრი თავად დაძლევს შიდა დაპირისპირებას და გამოიყენებს იმ შესაძლებლობას, რომელიც უკრაინის ომმა გააჩინა ევროპასთან ინტეგრაციისათვის. ასევე აქვთ იმის მოლოდინი, რომ საქართველო ნატოსთან დაახლოებისთვის გაჩენილ ფანჯარას გამოიყენებს.

ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა თუ როგორ შეხვდება საქართველო იმ პერიოდს, როცა უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდება. ეს კითხვები აქტუალურია იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების იმიჯი დაზიანებულია, მაგრამ ბევრ საკითხზე ხელისუფლების პოზიცია საბოლოოდ ხომ არ დააზიანებს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას.

ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა თუ როგორ შეხვდება საქართველო იმ პერიოდს, როცა უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდება. ეს კითხვები აქტუალურია იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების იმიჯი დაზიანებულია, მაგრამ ბევრ საკითხზე ხელისუფლების პოზიცია საბოლოოდ ხომ არ დააზიანებს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას

- ალბათ კულუარებში უფრო ხმამაღლა საუბრობენ საქართველოში აშშ-ს ელჩსა და ევროკავშირის ყოფილ ელჩზე თავდასხმებზე, მმართველი გუნდიდან გამოყოფილ „ოთხეულზე“.

იმაზე, რომ მმართველი გუნდის პროპაგანდის ძირითადი თეზისია - აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა. ამ პროცესებზე როგორია მათი რეაქცია და დამოკიდებულება?

- ზოგადად გაკვირვებას გამოთქვამენ. ცდილობენ გაერკვნენ თუ რა ფაქტორებმა განაპირობა მმართველი გუნდის წიაღში ამგვარი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გაჩენა. უკვირთ, რადგან აშშ ათეული წლებია არის საქართველოს მხარდამჭერი და სტრატეგიული პარტნიორი.

ყველას ესმის, რომ აშშ-ს მიმართ ამ ტიპის დისკურსის გაჩენა შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და განპირობებულია მმართველი გუნდის სურვილით ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება. „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის გასაგებია, მაგრამ , მათი აზრით, ეს არ შეიძლება იყოს მმართველი პოლიტიკური ძალის სტრატეგია. ბევრ მათგანს აქვს იმედი, რომ არჩევნების წინ მმართველი გუნდის მოძრაობები, მათი მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯებია.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის გასაგებია, მაგრამ, მათი აზრით, ეს არ შეიძლება იყოს მმართველი პოლიტიკური ძალის სტრატეგია. ბევრ მათგანს აქვს იმედი, რომ არჩევნების წინ მმართველი გუნდის მოძრაობები, მათი მხრიდან მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯებია

მიუხედავად ამისა, მაინც სვამენ კითხვას - მმართველი გუნდის ამგვარი ტაქტიკური მოსაზრებები ხომ არ შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებისთვის წინაპირობების ისე შექმნა, რომ ცვლილება შეუქცევადი გახდეს.

ბოლო კვლევებით საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობამ 7% დაიკლო. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს ხდება ხელისუფლების პროპაგანდის საშუალებების „დამსახურებით“.

ქვეყნის გარეთ იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დააშანტაჟოს დასავლეთი, მათ შორის დასავლეთი და ევროკავშირი იმისათვის, რომ მათგან მიიღოს ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიები. მხარდაჭერა მოიპოვოს მათგან როგორც არჩევნების მსვლელობისას, ისე მაშინაც, განურჩევლად იმისა, თუ როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ.

ქვეყნის გარეთ იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს დააშანტაჟოს დასავლეთი, მათ შორის დასავლეთი და ევროკავშირი იმისათვის, რომ მათგან მიიღოს ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიები

- ვნახეთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილ ოთხეულს კიდევ 5 დეპუტატი დაემატა. ფორმალურად „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. თუმცა, როგორც ითქვა, „განდგონმილები“ მმართველი გუნდის მხარდამჭერებად რჩებიან.

მართალია, მათ ჯერ მხოლოდ მოძრაობა დააფუძნეს, მაგრამ თუ მმართველ გუნდში დღეისათვის არსებულ დინამიკა შენარჩუნდა, კიდევ საკითხავი იქნება, „ქართულ ოცნებაში“ პროდასავლური დეპუტატი მეტი აღმოჩნდება, თუ აშშ-სთან და დასავლეთთან მებრძოლი?

- რა თქმა უნდა, ეს რისკები არსებობს. თუ დავაკვირდებით საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პირების განცხადებებს, იგივე მაგალითად ნატოსთან დაკავშირებით, შეუმჩნეველი არ დარჩება ის, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება საერთოდ არ ახსენებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ასეა მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ ქვეყნის ატლანტიკური პერსპექტივის შესახებ მუხლი კონსტიტუციაში შეიტანა.

ისეთი სატელიტების შექმნის ისტორია საქართველოს ბევრი ახსოვს, მათ შორის წინა ხელისუფლების პირობებში. ყველა გვახსოვს ამგვარი სატელიტების შექმნის მიზანი რა იყო. თუ ბევრს არ ახსოვს შევახსენებ - სატელიტების შექმნის მიზანია ძირითად პოლიტიკურ ძალას დაეხმაროს შექმნას მრავალპარტიულობის ფასადი. მათი როლი წინასწარ განსაზღულია - დაეხმაროს მმართველ გუნდს ძალაუფლების შენარჩუნებაში.

სატელიტური პარტიების შექმნის თამაშები რომ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს რომ ცუდად დამთავრდა, ეგეც გვახსოვს. ვიმეორებ, გასაგებია, რომ შესაძლოა ბევრი რამ ტაქტიკური მოსაზრებებით კეთდება მმართველი გუნდის მიერ, მაგრამ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურს რამე დაემუქრა, მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“ იქნება. თუ ასე მოხდა, ამის შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება იმას სატელიტურმა პარტიის ლიდერებმა რა განაცხადეს, ან რა გააკეთეს.

გასაგებია, რომ შესაძლოა ბევრი რამ ტაქტიკური მოსაზრებებით კეთდება მმართველი გუნდის მიერ, მაგრამ როგორადაც არ უნდა განვითარდეს პროცესები პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურს რამე დაემუქრა, მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“ იქნება. თუ ასე მოხდა, ამის შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება იმას სატელიტურმა პარტიის ლიდერებმა რა განაცხადეს, ან რა გააკეთეს

ფაქტობრივად, ახლა საქართველო გზაგასაყარზეა. ბოლო ათწლეულებში ქვეყანა სულ გზასაყარზე იყო, მაგრამ, ახალ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გაართმევს ხელისუფლება და მთელი პოლიტიკური სპექტრი იმ ტურბულენტურ პერიოდს, რომელიც ტურბულენტური მხოლოდ საქართველოსთვის არ არის.

გეოპოლიტიკური რყევების პერიოდში ვიმყოფებით და იმაზე, თუ როგორ გაივლის მაღალი ტურბულენციის ამ პერიოდს ქვეყანა, ბევრად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. ეს დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ პოლიტიკურ ელიტებზე.

საზოგადოებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკას და განვითარების დემოკრატიულ გზას, ვერ შეარყევს ამა თუ იმ პარტიების ვიწროპარტიული ინტერესები

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლია საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება უფრო მეტ რეზისტენტულობას გამოიჩენს იმ რყევების მიმართ, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.

საზოგადოებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკას და განვითარების დემოკრატიულ გზას, ვერ შეარყევს ამა თუ იმ პარტიების ვიწროპარტიული ინტერესები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო