მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგი დააჯილდოვეს

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით აჭარაში 70 პედაგოგი დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფრომაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას პედაგოგთა დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ ღონისძიებას 70 მასწავლებელი დაესწრო. დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომლებსაც ჰქონდათ სასკოლო თუ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში ჩართულობის დიდი გამოცდილება და განსაკუთრებული წვლილი. მასწავლებლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.

„აჭარაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება, როგორც საშუალო სკოლების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო, თუ პორფესიული სასწავლებლების მიმართლებით. მხოლოდ წლევანდელ სსასწავლო წელს 4 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 11 000 მოსწავლემ განახლებულ გარემოში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. მიმდინარეობს 40 სკოლის რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში.

ღონისძებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რესურსცენტრის ხელმძღვანელები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.