შეზღუდული პერიოდით “სკიო გუდაური” ბინებს არასეზონურ ფასად გაყიდის

გუდაური ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კურორტია საქართველოში, რომელიც ვიზიტორების სიმრავლეს არცერთ სეზონზე უჩივის, თუმცა განსაკუთრებული სათხილამურო ინფრასტრუქტურის გამო, ზამთარში როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელი ტურისტების საყვარელი დანიშნულების ადგილია.

რეგიონის განვითარების კვალდაკვალ, გუდაურში არაერთი საინტერესო პროექტი აშენდა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს სკიო გუდაური, რომელიც მომხმარებლებს გამორჩეული ლოკაციის გარდა, ექსტრემალურ კლიმატურ პირობებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

აპარტოტელი სკიო საცხოვრებელი და სასტუმროს ფუნქციების იდეალური ნაზავია, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას პასუხობს, არ აქვს მნიშვნელობა რა დანიშნულებით შეიძენენ მას - საცხოვრებლად, გასაქირავებლად თუ გასაყიდად.

სკიო ბინის მესაკუთრეებს განსაკუთრებულ უსაფრთხოებასა და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის დამახასიათებელ სერვისს სთავაზობს, მათ შორისაა:

  • 24 საათიან რეცეფცია
  • დაცვა და უსაფრთხოება
  • დასუფთავება
  • სამრეცხაო
  • გუდაურში ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანი და ბარი
  • ბინების გაქირავების სერვისი
  • Ski in & out კონცეფცია
  • პარკინგი

მშენებლობის დაწყებამდე, ექსპერტთა გუნდმა თითოეული დეტალი დიდი ყურადღებით შეარჩია და დააპროექტა აპარტოტელი, რომელიც, მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად, ყველა ტექნიკურ სტანდარტს აკმაყოფილებს. გამოყენებული მასალები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ბრენდებს ეკუთვნით და შექმნილია ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკიომ გასაყიდად 38 ბინა გამოიტანა, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მშენებლობის დასაწყისში დაიჯავშნა. მომავალ მესაკუთრეებს ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდებათ: კარ-ფანჯრით, ელექტრობით, იატაკის გათბობით, კოსმეტიკური რემონტით, მოწყობილი სააბაზანოთი და ჩაშენებული სამზარეულოს დესკით. გარდა ამისა, აპარტამენტების შეძენაზე 20% არასეზონური ფასდაკლება მოქმედებს და კვადრატული მეტრის ფასი დასრულებული რემონტით 1500$-დან იწყება.

სკიოს პროექტს ექსკლუზიურად უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers წარმოადგენს, აპარტოტელის პირველი ბლოკის მშენებლობა კი უკვე დასკვნით ფაზაში გადადის, შესაბამისად, მსურველებს ბინების შერჩევისა და დაჯავშნისთვის მცირე დრო რჩებათ.

contact@skio.ge | +995 577 000 589 | skio.ge

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო