ლევან დავითაშვილი - დიალოგის რეჟიმში ვართ კომპანია „ენკასთან“ - ჩვენთვის „ნამახვანი“ სტრატეგიულ პროექტად რჩება და აუცილებლად განხორციელდება

“ნამახვანი” რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანია „ენკასთან“ რომელმაც მთავრობასთან კონტრაქტი გაწყვიტა, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

„ენკამ“ კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ ამ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ჩვენთვის „ნამახვანი“ რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება მეტი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ