ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა

ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მიეძღვნა.

საზეიმო გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკვერის კედელზე გამოსახულია წარმატებული ქართველი ოლიმპიელების პორტრეტები.

„დღეს ქუთაისში ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღვნიშნეთ. სულხან-საბას დასახლებაში, ერთ-ერთ სკვერში ოლიმპიური კედელი გავხსენით. ჩვენთან ერთად იყვნენ სახელოვანი ქართველი ოლიმპიელები. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ცნობით, დღესვე, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რამდენიმე სპორტსმენს სიგელები და პრიზები გადაეცათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო