შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკელი ექსპერტის ჯეიმს კობის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა გასცა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკელი ექსპერტის ჯეიმს კობის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა გასცა.

როგორც ხაჭაპურიძემ “ინტერპრესნიუს” განუცხადა, აღნიშნული ნებართვა უკვე გადაუგზავნეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რათა მათ დაადასტურონ ამერიკელი ექიმის შესვლა კლინიკა “ვივამედში” ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად.

ხაჭაპურიძის თქმით, ჯეიმს კობი დღეს გამთენიისას თბილისს დატოვებს.

ამასთან, როგორც „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს, რეგულირების სააგენტომ პროფესორ კობის, ასევე მეორე ამერიკელ ექსპერტს, რომელიც დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას, 6 - თვიანი დროებითი ლიცენზია მიანიჭა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა