ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის ადგილზე გარდაცვლილთა ოჯახების და აჭარის მთავრობის წევრები მივიდნენ

ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და აჭარის მთავრობის წევრები მივიდნენ.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ტრაგედიის დროს დაღუპულთა უკვდავსაყოფად სამომავლოდ მემორიალი გაიხსნება. უწყების ინფორმაციით, დანგრეული შენობის ადგილზე დაზარალებულთათვის ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მიმდებარე კორპუსებზე ექსპერტიზა ჩატარდა და გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდა.

ცნობისთვის, 2021 წლის 8 ოქტომბერს, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. 52 დაზარალებული ოჯახი კი მერიამ ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული ორი მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

ტრაგედიის ადგილზე მიდიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ექიმები და ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც სამაშველო სამძებრო სამუშაოებში იყვნენ ჩართული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა