საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, ფესტივალ ღვინის დღეების გახსნას დაესწრო.
ღვინის დღეების ფარგლებში თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იყო კვების სივრცე, სადაც შესალებელი იყო ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
ამასთან, ღონისძების ფარგლებში გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, ღვინით ხატვის და კერამიკის მოხატვის მასტერკლასები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები თელავის მარნებში. ასევე გაიმართა ინტერაქტიული გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია". ფესტივალ ღვინის დღეების პირველი დღე თელავში დასკვნითი გალა-კონცერტით დასრულდება.