აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა გამართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე ხელმძღვანელობდა, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხებს დაეთმო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტის წევრებმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის - მარი ზანაქიძისგან, არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ კი, თანამომხსენებლის, ბათუმის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის - სოსო ჯახიასგან მოისმინეს.

მარი ზანაქიძის განცხადებით, სამინისტროს შესაბამისი ქვეპროგრამა - ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით, კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფას, რეაბილიტაციას, მათი და ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ დახმარებას ითვალისწინებს და ამისთვის 730 ათას 750 ლარია განსაზღვრული, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა მილიონ ორმოცდათორმეტი ათას სამასი ლარით ფინანსდება.

„აჭარაში სამი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი ფუნქციონირებს - თითოეული 24 ბენეფიციარზე გათვლილი, ბათუმის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში კი სათანადო მომსახურებით სარგებლობა 50 პირს შეუძლია.

კომიტეტმა მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენება ცნობად მიიღო.

დღესვე, ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გასვლითი სხდომა, ბათუმის სამედიცინო ცენტრში - „ბი-ემ-სი", ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ეს დღე ყოველი წლის 10 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება და მისი მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი