სტიქიის გამო ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

სტიქიის გამო ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

უამინდობამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა.

სტიქიამ ხეები ფესვიანად მოგლიჯა, რის გამოც, ჩაიხერგა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, სადაც მოძრაობა ორივე მხრიდან აკრძალულია.

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის სხვადასხვა ტერიტორიაზეც. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანდა გზები.